ალკანა
ვიკიპედიიდან
ალკანა (Alkanna), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს კიდემთლიანი, ხშირად ხეშეშბუსუსიანი ფოთლები და ხვეულა ყვავილედი. აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, სირიაში, ერაყსა და ირანში. Alkana tinctoria-ს ფესვები მურა-იისფერ საღებავს შეიცავს. ალკანას ფესვების სპირტიანი ნაყენი (ალკაინი) იხმარება მიკროსკოპიაში (რეაქტივად), ზოგჯერ - შალისა და აბრეშუმის საღებავად, აგრეთვე ღვინისა და საკვები პროდუქტებია შესაფერავად.