ალხაზიშვილი, შალვა
ვიკიპედიიდან
შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი (* 27 მარტი, 1899, თბილისი ― † 19 ივნისი, 1980, იქვე ), ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მასწავლებლობდა ქ. ახალქალაქსა და თბილისში. 1924 წელს "ფუტურისტ-ლეფელების" ჯგუფის წევრი გახდა. ამავე წლიდან ალხაზიშვილის კრიტიკულ-თეორიული წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში (ჟურნალი "ლიტერატურა და სხვა", "მნათობი", "მემარცხენეობა", "საბჭოთა ხელოვნება"). ალხაზიშვილი თანაავტორია კინოფილმებ "საბას" (1928) და "საკანი 79-ის" (1932) სცენარებისა.