ალ-აზარის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან
ალ-აზარის უნივერსიტეტი (არაბ.: الأزهر الشريف; ალ-აზარ ალ-შარიფ, "ღირსეული აზარი") წამყვანი ეგვიპტური უმაღლესი სასწავლებელია ქაიროში, განთქმული მსოფლიოში მისი ისლამური კვლევისა და განათლების ცენტრის რეპუტაციით. მისი სახელი უკავშირდება ალ-აზარის მეჩეთს ძველ ქაიროში, რომელსაც თავის მხრივ სახელი ფატიმა აზ-ზაჰრაას, წინასწარმეტყველი მუჰამედის ქალიშვილის (ფატიმიდთა დინასტიის წინაპარი), პატივსაცემად დაერქვა. მეჩეთი ორ წელიწადში აიგო (969-971). მადრასის თეოლოგიის სკოლა დაფუძნდა 988 წელს, როგორც ისმაილი შიას სკოლა, თუმცა მოგვიანებით სუნიტური გახდა და ამ ორიენტაციას დღემდე ინარჩუნებს. ეს ერთ-ერთი უძველესი მოქმედი უნივერსიტეტთაგანია მსოფლიოში.
ალ-აზარი უმრავლესობა სუნიტ მუსლიმთა მიერ ისლამური სწავლების ყველაზე პრესტიჟულ სკოლად ითვლება, და ამ სკოლის მეცნიერები მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ. უნივერსიტეტის მიზანია ისლამური კულტურისა და არაბული ენის (ყურანის ენა) პროპაგანდა/პოპულარიზაცია.