ამბა
ვიკიპედიიდან
ამბა (აბბა - სირ.abā, ბერძნ. abba), მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდება, "მამის" შესატყვისი. საქართველოში XI საუკუნიდან ამბა ალავერდის ეპისკოპოსების ზედწოდება იყო (რადგან ისინი მონასტრის წინამღვრებიც იყვნენ). ტრადიცია უნდა მომდინარეობდეს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ-ერთი სირიელი მამის, იოსებისაგან, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა.