ამერიკული წითელი ხე
ვიკიპედიიდან
ამერიკული წითელი ხე (Swietenia mahagoni), ძვირფასმერქნიანი მარადმწვანე ხე მელიისებრთა (Meliaceae) ოჯახისა. მისი სამშობლოა კუბა, ჰაიტი, ბაჰამის კუნძულები და სამხრეთ ფლორიდა. სიმაღლე 15 მ-ს აღწევს, სისხო 60 სმ-ს. ცნობილია "წითელი ხის" სახელით. მის ლამაზ მერქანს, რომელიც ადვილად ირანდება და პრიალდება, იყენებენ საავეჯო წარმოებაში, აგრეთვე ფოტოაპარატის კამერების, გამოსათვლელი სახაზავებისა და სხვა დასამზადებლად.