ანანიაშვილი, გიორგი
ვიკიპედიიდან
გიორგი დავითის ძე ანანიაშვილი (* 11 აპრილი/24 აპრილი, 1910, თბილისი ― † 4 მარტი, 1978, იქვე), ქართველი ენერგეტიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1934 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1940-1941 წლებში იყო სოხუმჰესისა და ხრამჰესის დირექტორი, 1945-1947 წლებში საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრი, 1948 წლიდან - სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი, ხოლო 1956 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიკაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1963 წლიდან პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის პროფესორია. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.