ანთრაკოთერიუმისებრნი
ვიკიპედიიდან
ანთრაკოთერიუმისებრნი (Anthracotheriidae), ნამარხ ღორისებრთა ოჯახი. ეოცენში, ოლიგოცენსა და მიოცენში ფართოდ იყვნენ გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ზომითა და აგებულებით თანამედროვე ბეჰემოთებს წააგავდნენ. საქართველოში ანთრაკოთერიუმისებრთა ნაშთები აღმოჩენილია ახალციხის ოლიგოცენურ ნალექებში.