ანთრისებრნი
ვიკიპედიიდან
ანთრისებრნი (Cercopithecidae), ოჯახი ცხვირვიწრო მაიმუნების ქვერიგისა. გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში, როგორც გამონაკლისი - გიბრალტარში. ანთრისებრთათვის დამახასიათებელია ლოყის უკანა პარკები, რომლებშიც ისინი დროებით ინახავენ საკვებს. იკვებებიან უმთავრესად მცენარეთა ნაყოფითა და ყლორტებით, ჭამენ პატარა ცხოველებსაც. უმეტესობა ხეებზე ბინადრობს, გვხვდებიან ხროვებად. მნიშვნელოვანი გვარებია: ანთარი, მაკაკი, ჰავიანი, ჰუსარი და სხვა.