არმაზი (ქსანი)
ვიკიპედიიდან
ტერმინს "არმაზი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: არმაზი |
არმაზი ქსნისა, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. წმ. გიორგის ეკლესია, ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფ. არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. გუმბათის ყელი არა აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები - შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.