არნო (მდინარე)
ვიკიპედიიდან
არნო, მდინარე იტალიაში, ტოსკანას ოლქში. მდინარე სათავეს იღებს აპენინის მთებში, ფალტერონას მთიდან (1654 მ.). მდინარე არნოზე განლაგებულია ქალაქები: ფლორენცია, ემპოლი, პიზა. ჩაედინება ტირენეს ზღვაში. სიგრძე 241 კმ.
ფლორენციაში მდინარე არნოზე გადებულია "პონტე ვეკიოს" და "სანტა ტრინიტას" ხიდები.