არსენ ბულმაისიმისძე
ვიკიპედიიდან
არსენ ბულმაისიმისძე, XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს კათოლიკოსი, მწერალი, ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევის დროს ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებთან ერთად იღვწოდა საქართველოს სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის.
არსენ ბულმაისიმისძე მეტწილად ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს ქმნიდა ქართული და მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა და დღესასწაულთა სადიდებლად. მისი საგალობელი, რომელიც ეძღვნება ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამოტანას, გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და მიზნად ისახავს მტერთაგან შევიწროებული ქართველების გამხნევებას.