არტაშეს II
ვიკიპედიიდან
არტაშეს II, დიდი სომხეთის მეფე (ძვ. წ. 34 - ძვ. წ. 20) არტავაზდ II-ის ძე. ებრძოდა რომის იმპერიის ექსპანსიას. გაანადგურა სომხეთში დარჩენილი რომაელთა გარნიზონები. რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა და პართიას გაიქცა. პართიის სამეფოს დახმარებით ძვ. წ. 30 წელს სომხეთში დაბრუნდა, რომაელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო და აღადგინა სომხეთის დამოუკიდებლობა. ძვ. წ. 20 წელს რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა ომი დაიწყო პართიისა და სომხეთის წინააღმდეგ. როცა რომაელთა ლაშქარი სომხეთის საზღვრებს მიადგა, არტაშეს II ღალატით მოკლეს.