არხიპოვა, ირინა
ვიკიპედიიდან
ირინა კონსტანტინეს ასული არხიპოვა (რუს. Ирина Константиновна Архипова) (* 2 დეკემბერი, 1925, მოსკოვი), რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1926), სსრკ უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი (1948) და მოსკოვის კონსერვატორია (1953). არხიპოვას დებიუტი შედგა სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1956 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, გამოირჩევა დახვეწილი ოსტატობითა და არტისტიზმით. არხიპოვას რეპერტუარიდან არსანიშნავია მარინა მნიშეიკის (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ამნერისის (ვერდის "აიდა"), კარმენის (ბიზეს "კარმენი") და სხვა პარტიები.