ასლამაზაშვილი, სურენ
ვიკიპედიიდან
სურენ არტემის ძე ასლამაზაშვილი (* 3 მარტი, 1914, სოფ. კავთისხევი, ახლანდელი კასპის რაიონი ― † 22 ნოემბერი, 1970, თბილისი), ქართველი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 თებერვალი, 1944). გვარდიის სერჟანტი
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1937-1939 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ასლამაზაშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში - ქ. ორჯონიკიძესთან, უკრაინასა და ბესარაბიაში, მონაწილეობდა რუმინეთის, ინგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში. მდინარე დნეპრის გადალახვისას და მის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წლიდან ასლამაზაშვილი მუშაობდა თბილისის სართავ-სატრიკოტაჟი კომბინათში, თბილისის კრინიგზის სადგურში. 1955-1969 თბილისის კიროვის სახელობის ჩარხსაშენებელ ქარხანაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.