ასლანიკაშვილი, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე თედორეს ძე ასლანიკაშვილი (* 17 მარტი, 1916, თბილისი ― † 25 ნოემბერი, 1981, იქვე), ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1969).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1966-1975 წლებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე. ასლანიკაშვილის ძირითადი ნაშრომები მიეძღვნა კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართველოს კარტოგრაფიის საკითხებს. "საქართველოს სსრ ატლასის" შექმნაში მონაწილეობისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორი ორდენით და მედლებით.