აუთლუქ ექსპრესი
ვიკიპედიიდან
სექციების სია |
[რედაქტირება] საწყისი ფანჯარა და მისი გაწყობა
ინტერნეტის ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს. ამისათქვის გამოიყენება პროგრამა აუთლუქ ექსპრესი (Outlook Express).
პროგრამა აუთლუქის გასაშვებად უნდა ვისარგებლოთ იარლიყით, ან ვინდოუსის საწყისს ეკრანზე, ან ამოცანების პანელზე. ამ პროგრამის საწყისი ფანჯარა ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთში ჩანს საქაღალდეების სტრუქტურა, მეორეში - იმ პროგრამების პიქტოგრამები, რომლებიც მუშაობისთვის ინტერნეტში ჩართვას ითხოვენ.
მეორე ნაწილის ზემოთა კიდესთან სამი ღილაკია, რომლითაც ვუკავშირდებით სამ მნიშვნელოვან ვებ გვერდს. ეკრანის სახე შეიძლება შეიცვალოს, თუ ჩავთვლით, რომ ჩვენთვის იგი არ არის ოპტიმალური. ამისათვის ისარგებლეთ მენიუ view-ის (ხედი) პუნქტით. ჩამოშლილ ბრძანებებს შორის აარჩიეთ პუნქტი Layout, გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა დაადგინოთ თქვენთვის მისარები პირობები.
ვიმოქმედოთ პიქტოგრამაზე Inbox (შემოსული შეტყობინებები) და მივიღებთ შეტყობინებების დასახელებას.
საწყის ეკრანზე მოთავსებული Outlook Bar პანელზე განლაგებულნი არიან პიქტოგრამები, რომელთა დანიშნულებაა აუთლუქ პროგრამის ფუნქციების შესრულება და შემოსული და გაგზავნილი შეტყობინებების ფოლდერების დათვარიელება. იხილეთ პანელ Progress Bar-ის ცხრილი.
ცხრილის სახელი
|
ამოირჩიეთ სიიდან რომელიმე ფოლდერი და გამოიტანეთ შეტყობინებები. თუ მარჯვნივ რომელიმე სვეტს თაგვის მარცხენა ღილაკით დავაჭერთ, სვეტის შემადგენლობა დახარისხდება ზრდადობით, მეორედ მასზე დაჭერა გამოიწვევ დახარისხებას კლებადობით.
დოკუმენტების პანელით და მენიუს ბრძანებების საშუალებით, შეგიძლიათ წაიკითხოთ, უპასუხოთ გამომგზავნს, წაშალოთ, შეინახოთ შემდგომი დამუშავებისათვის.
ცხრილის სახელი
|
[რედაქტირება] შეტყობინებებთან მუშაობა
[რედაქტირება] შეტყობინებების მომზადება
გავხსნათ ახალი შეტყობინებების ფანჯარა. ამისათვის შეგვიძლია ვისარგებლოთ:
- აუთლუქ პროგრამის საწყის ფანჯარაში მენიუს პუნქტი: File/Open და გახსნილ მომდევნო ფანჯარაში ჩამოშალეთ მენიუს პუნქტი Compose/New Massage.
- აუთლუქ პროგრამის საწყის ფანჯარაში,მენიუს პუნქტით: Compose/New Massage.
- ღილაკით compose Massage ინსტრუმენტების პანელზე.
- ღილაკების კომბინაციით CTRL+N.
ერთ-ერთი ამ მოქმედების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინების ფანჯარა, რომლის To: ველში ჩავწეროთ ადრესატის მისამართი.
საფოსტო მისამარტი წარმოადგენს, ადრესატის იდენტიფიკატორს და საფოსტო სერვერს, ან პროვაიდერის სერვერის სახელს, რომლებს შორისაც იწერება სიმბოლო @. მაგალითად,
- Smith@mailsity.com
- Gnome95@gmail.com
- ASD123@hotmail.com
- ana-kalandadze@osgf.ge
- suvorov@glasnet.ru
შეტყობინების ფანჯრის მეორე სტრიქონში Cc: შეგვიძლია შევიტანოთ მისამართები იმ ადრესატებისა, რომლებსაც ვუგზავნით ასლებს.
მესამე სტრიქონში Bcc: შეგვაქ ადრესატების მისამართები ისევე, როგორც წინა სტრიქონში, თანმიმდევრობით და ერთმანეთისაგან მძიმით, ან წერტილ მძიმით გამოყოფილი. ახლა გადავიდეთ ფანჯრის ქვემოთა ნაწილში და ავკრიფოთ შეტყობინების ტექსტი. მომზადებული შეტყობინება შეგვიძლია:
- შევინახოთ ფოლდერში Draft.ამისათვის ვისარგებლოთ მენიუში: File/Copy To Folder(ჩააკოპირე ფოლდერში) ბრძანებით. დამატებით ფანჯარაში Copy(კოპირება) მოვნიშნოეთ ფოლდერი Draft და დავხუროთ ფანჯრები.
- გავგზავნოთ ქსელში, ამისათვის დავაჭიროთ გაგზავნის ღილაკს(Send), ან კლავიატურაზე ვიმოქმედოთ ღილაკების კომბინაციაზე - Ctrl+Enter.
[რედაქტირება] შეტყობინების გაგზავნა და მიღება
იმისთვის, რომ წერილი გავაგზავნოთ, უნდა მივუერთდეთ ჩვენ სერვერ პროვაიდერს. თუ ჯერ არ ვართ ქსელში ცართული, აუთლუქ პროგრამიდან გამოვიძახოთ ბრძანება Send And Receive (გაგზავნა და მიღება). შეგვიძლია ვისარგებლოთ ინსტრუმენტების პანელზე არსებული იგივე დასახელების ღილაკით. გაიხსნება ფანჯარა Connect To (შეერთაბა ...სთან). შევიტანოთ ჩვენი იდენტიფიკატორი და პაროლი. დახურვისთანავე დაიწყება ქსელში ჩართვის პროცესი.
თუ ჩართვა დადებითად დამთავრდა, პროგრამა გააგზავნის აუთლუქ ფოლდერში არსებულ გასაგზავნ წერილებს და მიიღებს ჩვენ მისამართზე გამოგზავნილ წერილებს. ჩვენ რომ ეს წერილები დავათვარიელოთ, უნდა გავხსნატ ფოლდერი Inbox. ვისარგებლოთ ღილაკით Inbox და გავხსნატ იგი თაგვის ღილაკზე მოქმედებით, შემდეგ გახსნილი ფანჯრიდან ავირჩიოთ შეტყობინება და თაგვინს ნებისმიერი ღილაკიტ ორჯერ დავაჭიროთ სტრიქონს. გაიხსნება შეტყობინების დათვარიელების ფანჯარა.
[რედაქტირება] საპასუხო შეტყობინების შექმნა
წერილზე პასუხის გაცემისათვის შეგვიძლია გამოვიყენოტ მიღებული წერილი. დავაყენოთ კურსორი იმ წერილზე, რომელზეც გვსურს ვუპასუხოტ და დავაჭიროტ ინსტრუმენტების პანელზე ღილაკს Replay To Author (პასუხი გამომგზავნს). გაიხსნება შეტყობინებების ფანჯარა, რომელშიც უკვე მითითებულია მისამართი, თემა, მიღებული ტექსტი. დავამატოთ ჩვენი ტექსტი და გავგზავნოთ წერილი.
[რედაქტირება] შეტყობინების გადაგზავნა
თუ გვსურს რომ მიღებული წერილი ვინმეს გადავუგზავნოთ, მაშინ მოვნიშნოთ წერილი და ინსტრუმენტების პანელზე დავაჭიროთ ღილაკს Forward Massage. გაიხსნება ფანჯარა, სადაც უკვე მოცემულია წერილის ტექსტი. შევიტანოთ მისამარტი და თუ საჭიროდ ჩავთვლით დავამატოთ ჩვენი კომენტარი
[რედაქტირება] მისამართების წიგნაკი
პროგრამა აუთლუქ გვთავაზობს მისამართების ავტომატურ ჩაწერას. მისამართების წიგნაკში მისამარტის შესატანად ვისარგებლოთ ინსტრუმენტების პანელზე ღილაკით Adress Book(მისამართების წიგნი).
ცხრილის სახელი
|
წიგნაკში შესაძლებელია მისამართების ავტომატური შეტანა. ამისათვის ორი გზა არსებობს:
- წერილის დათვარიელების ფანჯარაში გამომგზავნის სახელს თაგვის მარჯვენა ღილაკზე თითის დაჭერით, ჩამოშლილ მენიუში ბრძანება Add To Adress Book (მისამართების წიგნაკში დამატება) არჩევით.
- აუთლუქის ფანჯარაში ჩამოშლილი მენიუს პუნქტში: Tools/Options, გამოსული ოპციების ფანჯარაში, გენერალურ ნაწილში გადამრთველი Automatically Put Peaple I Reply To In My Adress Book(ავტომატურად დაამატე ხალხი, ვისაც მივწერე პასუხი, ჩემ მისამართების წიგნაკში) მონიშვნით. ამ გზით შევძლებთ ჩავწეროთ მარტო იმ ადრესატების მისამართები, რომლებსაც ვუგზავნით წერილს.