აფშინაშვილი, გრიგოლ
ვიკიპედიიდან
გრიგოლ ნადირას ძე აფშინაშვილი (* 1866, სოფ. ხოშარა, ახლანდელი დუშეთის რაიონი ― † 1960, სოფ. ზემო ხოდაშენი, ახმეტის რაიონი), ქართველი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. მასწავლებლობდა კახეთსა და საინგილოში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ფშაური პოეზიის ნიმუშებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში ("ჯეჯილი", "კვალი", "აკაკის კრებული", "ივერია"). როგორც ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, ძმები რაზიკაშვილების (ვაჟა, ბაჩანა, თედო) მიმდევარი იყო. წერდა "ფშავლიშვილის" ფსევდონიმით.