აშოტ I
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "აშოტ " აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: აშოტ |
აშოტ I († 891), სომხეთის მეფე (886-იდან), ბაგრატუნების დინასტიის დამაარსებელი. 859 წლიდან პოლიტიკურად დასუსტებული არაბთა სახალიფო იძულებული იყო სპარაპეტი (მხედართმთავარი) აშოტ I სომხეთის მტავართა მტავრად (იშხანაციშხანი) ეცნო. აშოტ I სათავეში ჩაუდგა სომხეთის განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლას, დაიმორჩილა მსხვილი ფეოდალები, შექმნა 40-ათასიანი ლაშქარი და ეკლესიის მხარდაჭერაც მიიღო (875 წელს საეკლესიო კრებამ დაადგინა მისი მეფედ გამოცხადება). 80-იან წლებში აშოტ I-მა მიაღწია სომხეთის დამოუკიდებლობას არაბებისაგან. 866 არაბთა სახალიფომ და ბიზანტიის იმპერიამ აშოტ I-ს მეფედ აღიარების ნიშნად სამეფო გვირგვინები გამოუგზავნეს.