ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბაგრატ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბაგრატ |
ბაგრატ I, "აფხაზთა სამეფოს" მეფე (881-893), მეფე დემეტრე II-ის ძე.
გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ბაგრატის როგორც ტახტის მემკვიდრის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს ქვრივმა დედოფალმა და იოანე შავლიანმა. ბაგრატ I-მა თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. ბიზანტიის კეისრის დახმარებით ბაგრატ I დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, მოკლა მეფე ადარნასე, ძე იოანე შავლიანისა, ტახტი დაიჭირა და ადარნასეს ქვრივი (გვარამ მამფლის ასული) შეირთო ცოლად. 885 ბაგრატ I-მა ბიზანტიიდან დააბრუნა ცოლისძმა ნასრა და მას ტაო-კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ თავისი ლაშქარი მიაშველა. ბაგრატ I-ის ეს ღონისძიება კლარჯეთში დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა.