ბადაგი
ვიკიპედიიდან
ბადაგი, 1. მოდუღებული ან ვაკუუმაპარატებში შესქელებული ყურძნის წვენი(ტკბილი); შეიცავს 60-73% შაქარს (ძირითადად გლუკოზასა და ფრუქტოზას), უმთავრესად ვაშლისა და ღვინის მჟავებს, მინერალურ და აზოტოვან ნივთიერებებს. ბადაგი საუკეთესო საკვები პროდუიქტია. მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ბადალს ფართოდ იყენებენ ტკბილი ღვინოების კუპაჟის დროს.
2. შაქროვანი პროდუქტი. უფერო, ბლანტი, თითქმის გამჭირვალე სითხე. მიიღება ძირითადად კარტოფილის ან სიმინდის სახამებლის დაშაქრების (არასრული ჰიდროლიზის) შედეგად. შეიცავს მშრალ ნივთიერებებს: დექსტრინს, მალტოზას, გლუკოზას (80%-მდე), ხელ უწყობს სახაროზის ხსნადობას (აბრკოლებს მის კრისტალიზაციას). ფართოდ იყენებენ საკონდიტრო, საკონსერვო და ლიქიორის წარმოებაში, აგრეთვე მსუბუქ მრეწველობაში ქსოვილების აპრეტირებისათვის.
3. ჭარხლის შავი ბადაგი, ანუ მელასა (შაქრის წარმოების ნარჩენები), შეიცავს სახაროზასა და ზოგიერთ სხვა მინარევს.
[რედაქტირება] მომზადება
ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი წვენი ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ არ განახევრდება. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი; როცა ყურძნის წვენი ოდნავ შესქელდება, გავაცივოთ, ჩავასხათ ბოთლებში და ისე შევინახოთ.
[რედაქტირება] მასალა
ყურძნის წვენი _ 500 გრამი