ბაკურხევი (მდინარე)
ვიკიპედიიდან
ბაკურხევი, მდინარე, გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 14 კმ. აუზის ფართობი 60,2 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავთან აჩენს რიყით აგებულ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით და მიწისქვეშა წყლით.