ბალარი, ანტუან ჟერომ
ვიკიპედიიდან
ანტუან ჟერომ ბალარი (Antoine-Jérôme Balard) (* 30 სექტემბერი, 1802, მონპელიე ― † 30 მარტი, 1876, პარიზი), ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი (1842). პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1844).
ბალარმა დაამუშავა ზღვის წყლისაგან ნატრიუმის სულფატისა და კალიუმის მარილების მიღბის ხერხი, რომელსაც სამრეწველო მნიშვნელობა აქვს. 1826 წელს აღმოაჩინა ახალი ელემენტი - მურიდი (ლათ. muria - მარილწყალი). ამ ელემენტს გეი-ლუსაკმა შემდგომში ბრომი უწოდა. ბალარმა დაადგინა ჟაველის წყლისა (კალიუმჰიპოქლორატის წყალხსნარის) და მათეთრებელი კირის შედგენილობა.