ბალახის გვირგვინი
ვიკიპედიიდან
ბალახის ან ალყის გვირგვინი (ლათ. corona obsidionalis ან corona graminea). რომაულ ჯარში ითვლებოდა ერთერთ უმაღლეს ჯილდოდ. მას აძლევდნენ ალყიდან გამომყვან მხედართმთავარს, ან მეომარს, რომელმაც თანამოქალაქენი ალყიდან იხსნა. გვირგვინი ბალახისგან მზადდებოდა, ბალახი კი აუცილებლად იმ ადგილას უნდა მოკრეფილიყო სადაც ალყა იყო.