ბანა
ვიკიპედიიდან
ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია "ფანაკის" სახელწოდებით.
VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. ზოგჯერ X-XI საუკუნეებში ბანში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები - პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აფსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამჭოლი თაღედიტ გარსშემოსავლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ აღემატება. ტაძრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორთულობა ტექნიკური ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ვოლუტებიანი სვეტისთავებით, ფასადის მთელ პერიმეტს მისდევს დეკორატიული თაღედი, თაღებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია.