ბანძელაძე, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე მათეს ძე ბანძელაძე (* 27 თებერვალი, 1927, ქ. ტულუნი, ირკურტსკის ოლქი ― † 13 ივნისი, 1992, თბილისი), ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1942-1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრები: გ. ტაბიძის (1951), დ. ჭიჭინაძის (1952) და ნ. ჩიქოვანის (1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი" (16 ფურცელი, 1957 წელს მიიღო საკავშირო აკადემიის ვერცხლის მედალი), რ. კიპლინგის - "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვა. "არსენას ლექსი" (ტუში, 1964, წიგნის გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის 1966 წელს მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშორისო ბიენალეზე, ხოლო 1968 - მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში). ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია (1979-1988).