ბარი (ერთეული)
ვიკიპედიიდან
ბარი (<ბერძნ. baros - სიმძიმე), წნევის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც 105ნ/მ2 ტოლია. ეს სიდიდე ეკვივალენტურია 750,08 მმ სიმაღლისა და 0°C ტემპერატურის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წნევისა ზღვის დონიდან 45° განედზე (g=980,629 სმ/წმ2). 1 ბარი=106დნ/სმ2=0,1 მეგნ/მ2 (ზუსტად)=1,01972 ატ. მეტროლოგიაში ატმოსფერული წნევის გასაზომად ხშირად იხმარება წილობითი ერთეული - მილიბარი, რომელიც 0,001 ბარის ანუ 0,986923•10-3 ატმ ტოლია.