ბასტილიის აღება
ვიკიპედიიდან
ბასტილიის შტურმი 1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური განვითარება იყო საფრანგეთის რევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული).
ამჟამად 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და მას ასევე ”ბასტილიის დღეს” უწოდებენ.