ბატონებო
ვიკიპედიიდან
"ბატონებო" წარმართული ხანის ქართული რელიგიურ-საწესჩვეულებო ორნაწილიანი პოლიფონიური (სამხმიანი) საგუნდო სიმღერა-ვედრება. ინფექციური სენით (ყვავილი, წითელა, ქუნთრუშა) დაავადებულ ბავშვს უმღეროდნენ საწოლთან, ზეარსებათა სახით წარმოდგენილ "ყოვლის შემძლე" ბატონებს შესთხოვდნენ ავადმყოფის განკურნებას. "ბატონებო" მიჩნეული იყო განმკურნებელ სიმღერად. მას სხვაგვარად საბოდიშოსაც ეზახოდნენ.