ბაქრაძე, გიორგი კონსტანტინეს ძე
ვიკიპედიიდან
გიორგი კონსტანტინეს ძე ბაქრაძე (* 1 მაისი, 1908, სოფ. ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი ― † ), ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი. ეკონომიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1929 წელს დაამთავრა თსუ-ის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1937 წლიდან ეწევა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. ბაქრაძის ძირითადი მეცნიერული ნაშრომები ეხება პოლიტეკონომიისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორიის საკითხებს.