ბახთიარნამე
ვიკიპედიიდან
"ბახთიარნამე", XVIII-XIX საუკუნეების ქართული ლიტერატურის თარგმნილი ძეგლი. სპარსულ-ტაჯიკური "ბახთიარნამე" - საერთო სიუჟეტური ქარგის მქონე არაკების კრებული - დაახლოებით XIII საუკუნის კლასიკური პროზის ძეგლია. უძველეს სპარსულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებობს სპარსული "ბახთიარნამეს" როგორც ლიტერატურული, ისე ხალხური ვერსიები. ერთ-ერთი ხალხური ვერსია დაედო საფუძვლად "ბახთიარნამეს" ქართულ თარგმანს, რომელიც შესრულებულია ვახტანგ VI-ის ბრძანებით უცნობი მთარგმნელის მიერ დაახლოებით 1703-1711 წლებში. "ბახთიარნამეს" მეორე ქართული ვერსია - სპარსელი პოეტის ფანაჰის (XV ს.) პოემის პროზაული თარგმანი - ა. სულხანიშვილს ეკუთვნის (1828).