ბეგი (საფეხური)
ვიკიპედიიდან
ბეგი, მაღალი მიწის კაშხალის, რკინიგზის ყრილის, არხის ან კარიერის ფერდობზე გაკეთებული საფეხური, რომლის დანიშნულებაა მისი დაცვა ატმოსფერული წყლით წარეცხისაგან. კარიერებში არის სატრანსპორტო (სიგანე 8-15 მ) და დამცველი (სიგანე 3-5 მ) ბეგები. პირველი სანგრევს აერთებს ზედაპირთან, მეორე ჩამონგრევისაგან იცავს კარიერის გვერდებს. არსებობს აგრეთვე 7-10 მ სიგანის ბეგი, სადაც გროვდება ჩამონგრეული ქანები (ამ ქანებისაგან ბეგს პერიოდულად ასუფთავებენ).