ბედინეიშვილი, ემზარ
ვიკიპედიიდან
ემზარ ბედინეიშვილი (16 აგვისტო, 1975, თბილისი) – ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა, 69 და 74 კგ).
ევროპის ჩემპიონი (2000) და ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 2003). 2000 წლის სიდნეის (XVII ადგილი) და 2004 წლის ათენის (X ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 2002 წლიდან ასპარეზობს საბერძნეთის სახელით (ემზარიოს ბეტინიდისი).