ბეზენგი
ვიკიპედიიდან
ბეზენგი, ულუჩირანი, ხეობის ტიპის მყინვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ეშვება შხარის (5058 მ) და ჯანღის (5049 მ) მწვერვალებიდან 2000 მ სიმაღლემდე. ფირნის აუზის ფართობი 33,4 კმ2, ენისა - 7,2 კმ2. მყივნარის ენის (სიგრძე პ კმ-მდე) დიდი ნაწილი დაფარულია მორენებით. ბეზენგიდან იწყება მდინარე ბეზენგის ჩერეკი (მდ. ბაქსანის აუზი).