ბელეტრისტიკა
ვიკიპედიიდან
ბელეტრისტიკა (< ფრანგ. belles-lettres - კაზმულსიტყვაობა), სხვადასხვა სახის პროზაულ ნაწარმოებთა საერთო სახელწოდება (ბელეტრისტი - რომანის, მოთხრობის, ნოველის და ა. შ. ავტორი). ადრინდელი და ფართო მნიშვნელობით საერთოდ მხატვრულ ლიტერატურას ("სიტყვაკაზმული მწერლობა") და ორატორულ ხელოვნებას აღნიშნავდა.