ბერძენიშვილი, ელგუჯა
ვიკიპედიიდან
ელგუჯა ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (* 25 თებერვალი, 1927, თბილისი), ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1966).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ბერძენიშვილის ფერწერული ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თანამედროვეობის განცდა, კომპოზიციის გრძნობა. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "დეკორატიული პანო" ბიჭვინთაში (1967), "ნავები" (1955, მხატვრის კუთვნილება), "მეუღლის პორტრეტი" (1956, მხატვრის კუთვნილება), "აბესალომ და ეთერი" (1968, ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი); განსაკუთრებით საინტერესოა კ. გამსახურდიას რომანის "დიდოსტატის მარჯვენის" ილუსტრაციები (1972, მხატვრის კუთვნილება).