ბესლეთი (მდინარე)
ვიკიპედიიდან
ბესლეთი , ბასლა, კარსტული მდინარე აფხაზეთში, სოხუმის რაიონში, სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 81,5 კმ2. სათავეს იღებს ოდიშისა და ურავის კარსტული წყაროებიდან. ერთვის შავ ზღვას ქ. სოხუმის ფარგლებში. 4 კმ-იანი მიწისქვეშა კარსტული გვირაბით დაკავშირებულია მდინარე კელასურთან. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. იცის წყალმოვარდნა შემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,53 მ2/წმ. ჰესი.