ბეჰემოთისებრნი
ვიკიპედიიდან
?ბეჰემოთისებრნი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() |
||||||||
კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
|
||||||||
Choeropsis (ჯუჯა ბეჰემოთი) |
ბეჰემოთისებრნი (Hippopotamidae), წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახი. აერთიანებს ორ გვარს თითო სახეობით. გავრცელებული არიან ეკვატორულ აფრიკაში. ჩვეულებრივი ბეჰემოთი (Hippopotamus amphibius) დიდი ზომის ცხოველია. მამლის სხეულის სიგრძე 4,5 მეტრს აღწევს, წონა კი – 3–4,5 ტონას. სპილენძისფერი–მურა კანი თითქმის ტიტველია. აქვს დიდი თავი, განიერი დინგი, მოკლე ყურები და პატარა თვალები, მოკლე მსხვილი და ოთხთითა ფეხები; თითებს შორის მცირე ზომის საცურავი აპკებია. გვხვდება მხოლოდ ეკვატორულ აფრიკაში. სიცოცხლის მეტ ნაწილს წყალში ატარებს. უმეტესად ჯოგად ცხოვრობს. იკვებება წყლის მცენარეულობით. მაკეობა გრძელდება 8 თვე. იგებს ერთ ნაშიერს. ტყვეობაში მრავლდება. ლიბერიული ანუ ჯუჯა ბეჰემოთი (Choeropsis liberiensis) უმეტესად ლიბერიაში გვხვდება. მისის სხეულის სიგრძე 1,5–1,75 მეტრამდეა, ხოლო წონა 160–240 კგ აღწევს. ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში წყალსატევების მიდამოებში. იკვებება მცენარეთა ფესვებით. მაკეობა გრძელდება 200 დღემდე. იგებს ერთ ნაშიერს. ტყვეობაში მრავლდება.