ბიგასებრნი
ვიკიპედიიდან
ბიგასებრნი (Soricidae), ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. განეკუთვნება ყველაზე პატარა ძუძუმწოვრები. სხეული შემოსილი აქვთ ნაზი ბალნით. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უმეტესად მწერებითა და მათი მატლებით იკვებებია. ოჯახში 25 გვარია. საქართველოში 9 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ბიგა (Sorex araneus), წყლის ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა. ბიგასებრნი ანადგურებენ მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვთ სახალხო მეურნეობისათვის.