ბიჭვინთის ყურე
ვიკიპედიიდან
ბიჭვინთის ყურე, შავი ზღვის ყურე აფხაზეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. ბიჭვინთის ყურის დასავლეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 50 მ არწევს, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 20 მ. ყურეს დასავლეთიდან და ჩრდილოეთდასავლეთიდან ეკვრის ბიჭვინთის კონცხი ფართო პლაჟით, ჩრდილოეთიდან და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან - მიუსერის მაღლობი, რომელიც ზღვაში ციცაბოდ ეშვება.