ბორის ძნელაძის მწვერვალი
ვიკიპედიიდან
ბორის ძნელაძის მწვერვალი, მწვერვალი ყაზბეგის რაიონში, კავკასიონის განშტოების - შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 4000 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა აქვს მდინარე ხდის (თერგის შენაკადი) სათავიდან. ადრე სამხრეთ შავანა ეწოდებოდა, ხოლო 1938, როცა მწვერვალზე პირველი ასვლა მოეწყო (ხელმძღვანელი კ. ჯავრიშვილი), ბორის ძნელაძის სახელი დაარქვეს.