ბოსტნის წალიკა
ვიკიპედიიდან
ბოსტნის წალიკა (Polygonum persicaria), ერთწლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე საქართველოშიც. იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, მდელოებზე. იყენებენ ხალხურ მედიცინაში, კერძოდ, ბუასილის სამკურნალოდ.