ბჟედუხი
ვიკიპედიიდან
ბჟედუხი, მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის რაიონში, სიმაღლე 4373 მ. კოშკებად ასვეტილი, თოვლით დაფარული ციცაბო კლდეები მწვერვალს ძნელად ასავლელს ხდის. ასვლა ჯობს ჩრდილოეთის მხრიდან - ადილსუს ხეობიდან კაშკატაშის მყინვარით, ხოლო სამხრეთიდან ჭალათისა და ლეხზირის მყინვარებიდან.