ბრიჰადეშვარას ტაძარი
ვიკიპედიიდან
ბრიჰადეშვარას ტაძარი, ასევე ბრიჰადეესვარარის ტაძარი (ტამილური: பிருஹதீஸ்வரர் கோவில்) — X საუკუნის ინდუისტური ტაძარი თანჯავურთან, ტამილნადუს შტატში, ინდოეთი; დრავიდული სტილის ტაძრების არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში; იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ცენტრალური ტაძარი პერია კოვილი (დიდი ტაძარი) გალავნის შეგნით დგას, ამ უკანასკნელის კედლები მოგვიანებით, XVI საუკუნეში დაამატეს. სახელი მომდინარეობს ძველი "პერია აავუდაიარ კოვილ"-ისგან, რაც მეუფე შივას დიდ ტაძარს ნიშნავს ადგილობრივ დიალექტზე. ტაძრის ვიმანა (მთავარი კოშკი) 70 მ-ია სიმაღლეში და ინდუისტურ ტაძრებში ყველაზე მაღალია. კოშკი იმგვარად არის ნაგები, რომ მისგან ჩრდილი არასდროს დაეცეს მიწას შუადღეს წლის ნებისმიერ დროს.