ბრძამი
ვიკიპედიიდან
ბრძამი (Calamagrostis), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახის ქასრას გვარისა. აქვს 60-125 სმ სიმაღლის ღერო და მრავალთავთუნიანი საგველა ყვავილედი. გავრცელებულია ტყეებში და მდელოებზე. მთის შუა სარტყლიდან ალპური სარტყლამდე. საქართველოს მთიან რაიონებში თითქმის ყველგან გვხვდება. განსაკუთრებით დამახასიათებელია სუბალპური სარტყლისთვის. ქმნის გარკვეულ ფორმაციას - ბრძამიანებს. ბრძამი კარგად ამაგრებს ღორღიანებსა და ნასალებს. მაღალმოსავლიანია, თუმცა ცხოველთა საკვებად ხესეში მიწისზედა ნაწილების გამო ნაკლებყუთიანია.