გაზაფხული
ვიკიპედიიდან
გაზაფხული, წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთნახევარსფეროში გრძელდება გაზაფხულის ბუნიობის მომენტიდან (20 ან 21 მარტი) ზაფხულის მზებუდობის მომენტამდე (21 ან 22 ივნისი); ჩვეულებრივ გაზაფხულს უწოდებენ მარტის, აპრილისა და მაისის თვეებს. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა.