გეიბლი, კლარკ
ვიკიპედიიდან
უილიამ კლარგ გეიბლი (* 1 თებერვალი, 1901 ― † 16 ნოემბერი, 1960) - ამერიკელი კინომსახიობი და უდიდესი კინოვარსკვლავი ხმოვანი კინოს ადრეულ ეპოქაში.
დაიბადა კადიზში, ოჰაიო, მშობლების - უილიამ გეიბლი და ადელინ ჰეშელმანის ოჯახში. გეიბლს გერმანელი წინაპრები ჰყავდა მშობლების ორივე შტოდან. ექვსი თვის ასაკში ფანატურად მორწმუნე კათოლიკე დედამ ის რომაელ კათელიკეთ მოანათლინა. გეიბლს დედა 10 თვის ასაკში გარდაეცვალა, სავარაუდოდ ტვინის კიბოს დაავადების შედეგად.
მამამისი ხელახლა დაქორწინდა და ახალი ოჯახი ოჰაიოს მეზობელ ქალაქ ჰოუდეილში დასახლდა სადაც კლარკი სკოლაში დადიოდა. გვიანდელი სიყმაწვილის დროს, ოჯახი რავენაში გადასახლდა, აკრონთან ახლოს, სადაც კლარკს შეგუება საკმაოდ გაუჭირდა და მალევე სკოლა მიატოვა აკრონის საბურავების ქარხანაში სამუშაოდ. ერთი თეატრალური დადგმის ნახვის შემდეგ ის ამ პროფესიით ისე მოიხიბლა, რომ მიზნად დაისახა მსახიობი გამხდარიყო თუმცა ამ მიზნის განხორციელებას მხოლოდ ოცდაერთი წლის ასაკიდან ახერხებს, როცა მამამისის მემკვიდრეობით მიღებული ფულით შესაძლებლობა მიეცა ქარხანაში სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ამ დროს ის იწყებს ტურებს მეორე ხარისხის თეატრალურ დასებთან და მოიარა მთელი შუა-დასავლეთი, პორტლანდი და ორეგონი. აქ მან ჰალსტუხების გამყიდველის სამსახური იშოვა და დარჩენა გადაწყვიტა. ორეგონში ყოფნის დროს ის ხვდება კარგად ცნობილი მსახიობი ლორა ჰოუპ კრიუს შვილიშვილს, რომელიც მას აქეზებს სცენაზე დაბრუნებას სხვა თეატრალურ კომპანიაში. აქ მას მსახიობობას ჯოზეფინ დილონი ასწავლიდა, რომელმაც მას "კბილი გაულესა" და საბოლოოდ მოამზადა კინოში ეცადა ბედი.