გეოფიტები
ვიკიპედიიდან
გეოფიტები (გეო... და ბერძნ. phyton - მცენარე), მრავალწლოვანი მცენარეები, რომელთა გამოზამთრების უნარის მქონე და ხანგრძლივი გვალვის ამტანი ორგანოები, აგრეთვე განახლების კვირტები ნიადაგშია ჩამალული. მცენარეთა ერთ-ერთი სასიცოცხლო ფორმა. გეოფიტებს განეკუთვნება ძირითადად ბოლქვიანი, გორგლიანი და ფესურიანი მცენარეები.