გვანდრა (მდინარე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გვანდრა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გვანდრა |
გვანდრა, მდინარე აფხაზეთში კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, კოდორის ერთ-ერთი სათავე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 204 კმ2სათავე აქვს მთა გვანდრის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2370 მ-ზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 19,8 მ3/წმ.