გიორგი VII, იმერეთის მეფე
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გიორგი V" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გიორგი V |
გიორგი VII, იმერეთის მეფე 1741, გიორგი VI-ისა და მამია III გურიელის ასულის თამარის ვაჟი. გაამეფეს ოსმალებმა, მაგრამ იმავე წლის შემოდგომაზე გადააყენეს და ტახტი მის ძმას ალექსანდრე V-ს დაუბრუნეს. გიორგი VII ოდიშს წავიდა. შემდეგ, როგორც ჩანს, სოლომონ I-ის დროს იმერეთში დაბრუნდა. ცოცხალი ჩანს 1772 წელს.