გომბორი (მდინარე)
ვიკიპედიიდან
გომბორი | |
---|---|
მდებარეობა | გომბორის ქედი |
სიგრძე | 13 კმ |
აუზის ფართობი | |
სათავე | გომბორის უღელტეხილის მახლობლად |
ჩაედინება | იორი |
ქვეყნები | საქართველო |
გომბორი, მდინარე გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სიგრძე 13 კმ. სათავე აქვს გომბორის უღელტეხილის მახლობლად, ზღვის დონიდან 1550 მ-ზე. ერთვის მდინარე იორს მარცხნიდან სოფ. ოთარაანთკართან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.